Profile Image

Irakli Khvedeliani

Football Manager

Gave an interview for the official website of FC Locomotive Tbilisi

ირაკლი ხვედელიანი – 2024 წლის სეზონისთვის გუნდი კარგადაა მომზადებული, ვეცადეთ, ძირითადი ბირთვი შეგვენარჩუნებინა

თბილისის ლოკომოტივმა 2024 წლის ეროვნული ლიგა 2-ის სეზონისთვის მზადება დაასრულა და ოფიციალური შეხედრების მოლოდინშია.

მოსამზადებელი ეტაპისა და მომავალი სეზონის შესახებ გუნდის სპორტული დირექტორს, ირაკლი ხვედელიანს ვესაუბრეთ. ის ასევე შეეხო ლოკომოტივი 2-სა და გუნდის აკადემიაში მიმდინარე მოვლენებსაც.

„ვფიქრობ, 2024 წლის სეზონისთვის გუნდი კარგად არის მომზადებული, როგორც ტექნიკა-ტაქტიკურ, ასევე – ფიტნეს და მენტალურ კომპონენტში. ვეცადეთ, ძირითადი ბირთვი შეგვენარჩუნებინა და, ამავდროულად, გუნდის გაძლიერების მიზნით, გარკვეულ პოზიციებზე გამოცდილი მოთამაშეები დაგვემატებინა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა კიდეც.


თავიდანვე გვსურდა, საკონტროლო თამაშების უმეტესობა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდებთან გვეთამაშა. ექვსი ტესტ-მატჩი რანგით უმაღლესი ლიგის გუნდების წინააღმდეგ ჩავატარეთ, სამი შეხვდრა კი ჩვენს მომავალ მეტოქეებთან გავმართეთ. მთლიანობაში, მოსამზადებელმა ეტაპმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. ჩვენს თავს მაღალი მიზნები დავუსახეთ და ვფიქრობ, გუნდურობით აუცილებლად მივაღწევთ საწადელს.


ლოკომოტივის სარეზერვო გუნდი 2024 წლის სეზონსაც ლიგა 3-ში დაიწყებს. დაგეგმარების პროცესში ვცადეთ, საკონტროლო თამაშები ძლიერი გუნდების წინააღმდეგ გვეთამაშა, ორი ტესტ-მატჩი ეროვნულ ლიგა 2-ში მონაწილე სპაერისა და სიონის წინააღმდეგ ჩავატარეთ. გვაქვს სტრატეგიული გეგმა და გვსურს, გასულ სეზონში ლიგა 3-ში ნაჩვენები შედეგები საგრძნობლად გავაუმჯობესოთ. ახალი მთავარი მწვრთნელი დავით ხიტირი საქმეს პირველივე დღიდან დიდი ენთუზიაზმით შეუდგა.


აკადემიაში საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს პროცესები. წლის დასაწყისში პირველი ტიტულიც მოვიპოვეთ. ჩვენმა 11-წლამდელთა გუნდმა თბილისში გამართული საერთაშორისო ტურნირი მოიგო, სადაც ადგილობრივ გუნდებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანულმა და უზბეკურმა კლუბებმა. ჩვენმა პატარებმა ფინალში აზერბაიჯანული საბაჰი დაამარცხეს. 2024 წლის სეზონისთვის აკადემიის ნაწილში ხარისხიანი სელექცია გვქონდა, რომლის წყალობითაც სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი ისეთი მოთამაშეებით გავაძლიერეთ, რომლთაც მიმართაც დიდი დაინტერესება არსებობს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებიდან.


2024 წლიდან ბევრ სიახლესთან ერთად ლოკომოტივის აკადემიაში მოთამაშეთა ინდივიდუალური მომზადების პროგრამაც ამოქმედდა. მსურველებს შეუძლიათ, საკუთარი საფეხბურთო უნარები ლიცენზირებულ მწვრთნელებთან ინდივიდუალური მუშაობის შედეგად კიდევ უფრო განავითარონ“, – განაცხადა ირაკლი ხვედელიანმა.